„ოლივეირა ვინმემ გააღვიძეთ“ - ჰუკერი ბრაზილიელთან ჩხუბისთვის ემზადება
ილია თოფურიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, ჩარლზ ოლივეირა ჟურნალისტებისა და კამერების წინაშე იშვიათად ჩნდება, რის გამოც მისი მომავალი ბრძოლის შესახებ სავარაუდო ინფორმაციებიც იშვიათად ვრცელდება. ბევრი თვლის, რომ „დუ ბრონქსი“ შემდეგ შეხვედრას ნოემბერში დენ ჰუკერთან გამართავს და რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, ამის გადამოწმება ჟურნალისტებმა თავად ახალ ზელანდიელ მებრძოლთან სცადეს.
რას ამბობს ჰუკერი
არ ვიცი ჩემი მომავალი მოწინააღმდეგე რას ფიქრობს, მაგრამ მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შემოდგომის ბოლო თვეს ოლივეირას შეხვდები და მასთან ბრძოლისთვის მოსამზადებელი კემპი დაწყებული მაქვს. რაც შეეხება ჩარლზს, ალბათ ნოკაუტის შემდეგ ისევ ძინავს და ვინმე თუ გააღვიძებს და ეტყვის, რომ ნოემბერში ჩემთან ჩხუბი აქვს, უპრიანი იქნება.
ცნობისათვის, როგორც დენ ჰუკერი, ასევე ჩარლზ ოლივეირა 35 წლისაა. პირველმა მათგანმა ბოლო ბრძოლა 2024 წლის აგვისტოში ჩაატარა და მატეუშ გამროტი მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. რაც შეეხება „დუ ბრონქსს“, ბრაზილიელი რამდენიმე კვირის წინ ილია თოფურიამ გათიშა და მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოიგო.