ილია თოფურია, შარაბუტდინ მაგომედოვი
Aa
Aa

„ასე თიშავს ილია ყველა მეტოქეს“ - შარამ თოფურიას სტილი დაახასიათა

რამდენადაც არ უნდა აღიარებდნენ ამას მისი ოპონენტები, ფაქტია, რომ ილია თოფურია შერეული ორთაბრძოლების ლეგენდა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. ქართველმა „ელ მატადორმა“ 28 წლის ასაკში მოასწრო და UFC-ის როგორც ქვემსუბუქი, ასევე მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოიგო. თანაც ეს ყველაფერი დომინანტური ჩხუბისა და სანახაობრივი ნოკაუტების ფონზე შეძლო, რაც მის გამარჯვებების სერიას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.

ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა - ეს იმ ლეგენდების ჩამონათვალია, რომლებიც თოფურიამ ოქტაგონზე გათიშა. რის ხარჯზე აღწევს ილია ამ ყველაფერს და როგორ მოსწონს მისი გამოსვლა, ამის თაობაზე შეკითხვა შარაბუტდინ მაგომედოვს დაუსვეს და დაღესტნელისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„რას ანიჭებს უპირატესობას და რას აქცევს ილია თოფურია ყურადღებას, ამის შესახებ ზედმიწევნით კარგად ვიცი, რადგან ამჟამად რამაზან ისმაილოვი მავარჯიშებს, რომელიც ანალოგიური საბრძოლო სტილის მიმდევარია. მსგავს რაღაცეებს 14 წლის ასაკში ვარჯიშების დროს ვაკეთებდი და მინდა ახლაც გავაკეთო. მე საკუთარ სტილს ვამკვიდრებ და ილიასგან არაფრის კოპირებას არ ვახდენ, მაგრამ თუ დამჭირდება, ბევრ რაღაცეებს მისგან ავიღებ.

ბრძოლის დაწყებისთანავე თოფურია მეტოქის დარტყმების მცდელობებს იცილებს, რის შემდეგაც თავის საფირმო მოძრაობებით ოპონენტის დაბნევას ცდილობს. დგება მომენტი, როდესაც ილია სტანდარტული ქმედებებიდან გამოდის, ტანს ამოძრავებს, ზედიზედ ორ დარტყმას აყენებს თავში, რის შემდეგაც მისი მეტოქე ხელებს ქვემოთ უშვებს და ხვდება მესამე დარტყმა ისევ თავში, რომელიც საკონტროლო გასროლას ჰგავს. ამ ყველაფერს თოფურია ინერციის დონეზე იმდენად სწრაფად აკეთებს, რომ მის მოწინააღმდეგეს წინააღდეგობის გაწევისთვის დრო და აზროვნების უნარი აღარ რჩება“.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ პეიჯისთან განცდილი მარცხიდან საკმაოდ დიდი დროის შემდეგ, შარა ბულეტი ოქტაგონს დღეს უბრუნდება და საშუალო წონით დივიზიონში მისი მეტოქე კანადელი მარკო-ანდრე ბარიო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ქამარი ექნება, მზად ვარ დელა მადალენასაც ვეჩხუბო“ - თოფურია
„თუ ქამარი ექნება, მზად ვარ დელა მადალენასაც ვეჩხუბო“ - თოფურია