დუდა სანაძე
Aa
Aa

„გუნდში კარგი განწყობაა“ | დუდა სანაძისა და ალექსანდრე ფევაძის კომენტარები

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტისთვის ემზადება. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი ლატვიის ქალაქ იურმალაში იმყოფება და დუდა სანაძემ და ალექსანდრე ფევაძემ მოსამზადებელ პერიოდზე ისაუბრეს.

„ვარჯიშები საკმაოდ კარგად მიმდინარეობს და ბიჭები სრულ მზადყოფნაში ვართ. რა თქმა უნდა, თავიდან დაწყება ძნელია, უფრო სწავლის ფაზაში ვართ. მალე კონტაქტურ ვარჯიშებს დავიწყებთ, რაც ამხანაგური თამაშების წინ ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდში კარგი განწყობაა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და ჩვენი მიზანია, რომ ევრობასკეტს იდეალურ ფორმაში შევხვდეთ.“- განაცხადა სანაძემ.

„გუნდში ძალიან პოზიტიური განწყობაა და ყველანი დადებითად ვართ დამუხტული. რამდენიმე დღეა, იურმალაში შეკრება დავიწყეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ, პროგრესს მივაღწიოთ. მივყვებით წინასწარ შერჩეულ გეგმასა და პროგრამას და გვინდა, ევრობასკეტს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ,“ - დასძინა ფევაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს გამართავს და ესპანეთს დაუპირისპირდება. ჩვენების მეორე მეტოქე იტალიაა, რომელსაც 30 აგვისტოს შევხვდებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხაბიბის მაგალითზე ვიზრდებოდი“ - ცარუკიანმა წარსული გაიხსენა
„ხაბიბის მაგალითზე ვიზრდებოდი“ - ცარუკიანმა წარსული გაიხსენა