მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ნახევრად მკვდარი იყო“ - მერაბის მწვრთნელმა ნურმაგომედოვთან ჩხუბის წინა პერიოდი გაიხსენა

მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბის წინა პერიოდი გაიხსენა, როდესაც „მანქანას“ ფეხის ტრავმა ჰქონდა.

MMA Fighting-თან ინტერვიუში ვუდმა აღიარა, რომ ქართველი მებრძოლი ამ დაპირისპირებას კინაღამ ჩაეხსნა.

„მერაბი ნახევრად მკვდარი იყო. მას ღია ჭრილობა ჰქონდა, სტაფილოკოკური ინფექცია. ყველა სახეობის ანტიბიოტიკს იღებდა. ყველაფერი ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ბრძოლიდან ჩავხსნიდი. ვფიქრობ, იმ მომენტისთვის უმარი ყველაზე რთული მეტოქე იყო მერაბისთვის. მგონია, რომ ოდესმე ისინი ისევ იჩხუბებენ“, - თქვა ვუდმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილისა და ნურმაგომედოვის ჩხუბი იანვარში, UFC 311-ზე გაიმართა. ქართველმა „მანქანამ“ ის ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა.

საგულისხმოა, რომ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.

გეტყვით ასევე, რომ მომდევნო ჩხუბს მერაბი შონ ომალისთან გამართავს. მათი რემატჩი თბილისის დროით, 8 ივნისს შედგება და UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ გააკეთა ის, რაც თქვა? ვინ აღმოჩნდა მართალი? - ილიამ მახაჩევზე ისაუბრა
ვინ გააკეთა ის, რაც თქვა? ვინ აღმოჩნდა მართალი? - ილიამ მახაჩევზე ისაუბრა