მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„რთული საღამო ელოდება, 3 ან 4 მენჯი დასჭირდება“ | მერაბის მწვრთნელი ომალიზე

მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა „მანქანისა“ და შონ ომალის საჩემპიონო დაპირისპირებაზე ისაუბრა. ვუდის თქმით, გულშემატკივრები მეტად სასტიკ ორთაბრძოლას იხილავენ, მაგრამ შედეგი იგივე იქნება და დვალიშვილი გაიმარჯვებს.

„ვფიქრობ, ბევრად სასტიკი ჩხუბი იქნება და ომალი გაცილებით მეტ ზიანს მიიღებს. დიდი შანსია, რომ ფინიშით გავიმარჯვოთ და მგონია, ბევრ ჭრილობასა და სისხლს იხილავთ. ომალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. ტიმ უელჩის სახით, მას მაღალი დონის მწვრთნელი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, უკეთ მოემზადებიან.

ომალიმ თქვა, რომ პირველ ჩხუბში ცალი მენჯით იბრძოლა, ახლა კი ორივე მენჯი აქვს და სხვანაირი შედეგი დაფიქსირდება. იმედი მაქვს, სამი ან ოთხი მენჯი ექნება, რადგან მერაბის წინააღმდეგ ეს აუცილებლად დასჭირდება. რთული საღამო ელოდება და მჯერა, გავიმარჯვებთ, იქნება ეს დომინანტური მოგება მსაჯების გადაწყვეტილებით თუ ფინიში“.

ცნობისთვის, პირველი ჩხუბის შემდეგ, ომალიმ თქვა, რომ მენჯის ტრავმა მიიღო და მოსამზადებელი კემპის განმავლობაში, გრეპლინგსა და ჭიდაობაში ვერ ვარჯიშობდა. „შუგა“ გვპირდება, რომ ოქტაგონზე განსხვავებულ ომალის ვიხილავთ, რომელიც საჩემპიონო ქამარს დაიბრუნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | დეზირე დუემ კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | დეზირე დუემ კვარაცხელიაზე ისაუბრა