ილია თოფურია, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

„განსაკუთრებული მებრძოლია, ძალიან მიხარია მისი წარმატება“ - დუ პლესი თოფურიაზე

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, დრიკუს დუ პლესიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ილია თოფურია აუცილებლად მოხვდება UFC-ის დიდების დარბაზში.

რა თქვა დუ პლესიმ:

„ძალიან მიხარია ილიას წარმატება. თუ სწორად მახსოვს, ჩვენ დებიუტი ერთ ღონისძიებაზე გვქონდა და ერთ გასახდელში ვიყავით. ამის შემდეგ თითქმის ერთნაირი გზა გავიარეთ და ერთთვიან მონაკვეთში ორივე ჩემპიონები გავხდით.

თოფურია განსაკუთრებული მებრძოლია. ეჭვგარეშეა, რომ ის დიდების დარბაზში მოხვდება. ილია პირველი დაუმარცხებელი მებრძოლია, რომელმაც ორი ქამარი მოიგო! ოქტაგონში მისი უნივერსალიზმი ძალიან დასაფასებელია.

თოფურიამ ზედიზედ რამდენიმე ლეგენდა დაანოკაუტა, ის ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, შესაძლოა ნომერ პირველიც კი“.

ცნობისთვის, 17 აგვისტოს დუ პლესი საჩემპიონო ქამარს ხამზატ ჩიმაევთან ჩხუბში დაიცავს. მათი დაპირისპირება ჩიკაგოშ, UFC 319-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცარუკიანი სერიოზული საფრთხეა“ | ბისპინგმა ილიას მოუწოდა არმანთან იჩხუბოს
„ცარუკიანი სერიოზული საფრთხეა“ | ბისპინგმა ილიას მოუწოდა არმანთან იჩხუბოს