სირილ განი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„ტომის მარცხი დივიზიონის პრესტიჟზე იმოქმედებს“ - ყოფილი მებრძოლი ასპინალი-განის ჩხუბზე

25 ოქტომბერს, UFC 321-ის მთავარი ორთაბრძოლა მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი იქნება. გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებოდნენ ჯონ ჯონსისა და ტომ ასპინალის დაპირისპირებას, თუმცა „ბოუნსმა“ აქტიური სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა და შესაბამისად, ბრიტანელის მეტოქე მის ნაცვლად არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ფრანგი სირილ განი იქნება. ამ ბრძოლასთან დაკავშირებით UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა მეთ ბრაუნმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

„სასწორზე მძიმე წონის საჩემპიონო ქამარი დევს. თუ განი მოიგებს... მისდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, დივიზიონი გულშემატკივართა მხრიდან ინტერესს დაკარგავს და პრესტიჟი შეელახება. ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუ ძალიან ახლო ბრძოლას ვიხილავთ. მძიმე წონით დივიზიონს ბოლო პერიოდში პატივს საერთოდ არ სცემენ და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი სრულიად სამართლიანია. მიუხედავად იმისა, რომ სირილი უკვე მესამე შანსს მიიღებს საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად, ტომმა უნდა დაამტკიცოს, რომ ამ დივიზიონის მეფე სწორედ ის არის“.

შეგახსენებთ, რომ ტომ ასპინალი აქამდე მძიმე წონის დროებითი ჩემპიონის ტიტულის მატარებელი იყო, თუმცა მას შემდეგ, როდესაც ჯონ ჯონსმა კარიერის დასრულება გამოაცხადა, საჩემპიონო ქამარი ავტომატურად ინგლისელმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხაბიბის მაგალითზე ვიზრდებოდი“ - ცარუკიანმა წარსული გაიხსენა
„ხაბიბის მაგალითზე ვიზრდებოდი“ - ცარუკიანმა წარსული გაიხსენა