ვიქტორ ოსიმენი, გალათასარაი
Aa
Aa

თურქული ფეხბურთის რეკორდი - გალათასარაიმ ოსიმენში €75 მილიონი გადაიხადა

ვიქტორ ოსიმენი თურქული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

„ნაპოლის“ თავდამსხმელი „გალათასარაიში“ გადავიდა. ნიგერიელში 75 მილიონი ევრო გადაიხადეს და ის წელიწადში არანაკლებ 15 მილიონს მიიღებს.

მანამდე თურქულ კლუბს არც ერთი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროც კი არ გადაუხდია. აქამდე რეკორდულად იუსეფ ენ ნესირის ტრანსფერი ითვლებოდა - „ფენერბაჰჩემ“ მასში 19,5 მილიონი ევრო გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორი „გალათასარაიაში“ იჯარით თამაშობდა და თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა - მან 41 მატჩში 37 გოლი გაიტანა და 8 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პარი სენ-ჟერმენის სატრანსფერო გეგმები | ოსიმენთან კონტაქტი აქვთ, ლეაუზე ფიქრობენ
პარი სენ-ჟერმენის სატრანსფერო გეგმები | ოსიმენთან კონტაქტი აქვთ, ლეაუზე ფიქრობენ