იუვენტუსს ოსიმენის დამატება სურს
„იუვენტუსი“ ვიქტორ ოსიმენის გაფორმებას ცდილობს.
როგორც ცნობილი ინსაიდერი, ჯანლუკა დი მარციო წერს, ნიგერიელი ფორვარდი ტურინელების სამიზნე ყოველთვის იყო.
მისი თქმით, „ბებერმა ქალბატონმა“ რამდენიმე დღის წინ, „ნაპოლის“ ფეხბურთელთან კონტაქტი გააქტიურა.
„ბიანკონერის“ სურს, თავდაპირველად თავად ფეხბურთელის თანხმობა მიიღოს და ხელფასის ოდენობა შეათანხმოს, ხოლო ნეაპოლელებთან მოლაპარაკებები ამის შემდეგ გამართოს.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორი იჯარით „გალათასარაიაში“ თამაშობს და თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა - მან 41 მატჩში 37 გოლი გაიტანა და 8 ასისტი მიითვალა.