ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

160 მილიონი 4 წელიწადში - ოსიმენმა თითქმის გადაწყვიტა

„გალათასარაიში“ ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, ვიქტორ ოსიმენის მომავალი ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია. 26 წლის ნიგერიელი ფორვარდის სატრანსფერო უფლებები ისევ „ნაპოლის“ ეკუთვნის, თუმცა Corriere Dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფრიკელი მომავალი სეზონიდან კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს.

ოსიმენის შეძენის მთავარი მსურველი „ალ-ჰილალია“, რომლის დამრიგებლადაც რამდენიმე კვირის წინ სიმონე ინძაგი დაინიშნა. საუდის არაბეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კლუბის ხელმძღვანელები ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ თანაგუნდელს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის ამოწურვის შემდეგაც თუ მხარეები შეთანხმდებიან, ხელშეკრულება ავტომატურად ერთი წლით გახანგრძლივდება, „ნაპოლის“ კი აფრიკელის ტრანსფერში 75 მილიონს გადაუხდიან.

რაც შეეხება თავად ვიქტორისთვის გაკეთებულ წინადადებას, პირობები ასეთია - ოსიმენის წლიური ხელფასი 40 მილიონი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებებს ბოლომდე შეასრულებს, ოთხ წელიწადში 160 მილიონით გამდიდრდება.

ცნობისათვის, ვიქტორ ოსიმენი გასულ სეზონში სტამბულის „გალათასარაის“ შემადგენლობაში ასპარეზობდა და 26 გოლით თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საოცარ კლუბში ყოფნით ბედნიერი ვარ“ | ხვიჩა კვარაცხელია სიეტლთან მატჩზე
„საოცარ კლუბში ყოფნით ბედნიერი ვარ“ | ხვიჩა კვარაცხელია სიეტლთან მატჩზე