ჰუკერი: ცარუკიანი დივიზიონში ყველაზე რთული მეტოქეა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, დენ ჰუკერი მზად არის, რომ არმან ცარუკიანს ეჩხუბოს.
„ჩხუბი ცარუკიანთან არის გამოწვევა, რომელიც სულ მინდოდა მიმეღო. ეს არის ჩხუბი, რომელიც სულ მინდოდა არა იმიტომ, რომ მას ვერ ვიტან, არამედ იმიტომ, რომ მას ყველაზე რთულ მეტოქედ მივიჩნევ დივიზიონში“, - თქვა ჰუკერმა.
შეგახსენებთ, რომ დენმა ბოლოს გასული წლის აგვისტოში იჩხუბა და მატეუშ გამროტი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. თებერვალში მან ხელის ტრავმა მიიღო და ოპერაცია გადაიტანა.
რაც შეეხება ცარუკიანს, მას მიმდინარე წლის იანვარში ისლამ მახაჩევთან უნდა ეჩხუბა, თუმცა სომეხი მებრძოლი ჩხუბს ტრავმის გამო ჩაეხსნა და ის რენატო მოიკანომ შეცვალა.
ცარუკიანს MMA-ში 22 მოგება და 3 მარცხი აქვს - ბოლოს მან მსაჯთა გადაწყვეტილებით ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.