სანდრო მამუკელაშვილი, იანის ანტეტოკოუნმპო, არ ჯეი ბარეტი
Aa
Aa

ჩატენვა და სამი სამქულიანი | სანდროს 15-ქულიანი მატჩი და ტორონტოს გამარჯვება

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. კანადელები საკუთარ კედლებში „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდნენ და იანის ანტეტოკუნმპოს გუნდს შანსი არ დაუტოვეს — 128:100.

„მამუ“ „ტორონტოს“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სანდრომ პარკეტზე 23 წუთი და 28 წამი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 15 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მამუკელაშვილმა 12-დან 6 ბურთი მოათავსა კალათში, მათგან 5-დან 3 სამქულიანი იყო, 7-დან 3 ორიანი. როდესაც სანდრო თამაშობდა, „რეპტორსმა“ „ბაქსზე“ 28 ქულით მეტი ჩააგდო და „ტორონტოს“ მხრიდან ამაზე უკეთესი შედეგი არავის ჰქონია.

კანადელთა მაისურით მამუკელაშვილზე მეტი ქულა მხოლოდ სკოტი ბარნსმა და არ ჯეი ბარეტმა ჩააგდეს — მათ 23-23 ქულა მიითვალეს. იმანუელ ქუიკლის 15 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, ხოლო გრეიდი დიკმა 14 ქულა დააგროვა. „მილუოკის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 22 ქულა, იანის ანტეტოკუნმპოს ანგარიშზეა, კაილ კუზმამ კი 18 ქულა მიითვალა.

ცნობისთვის, „ტორონტოს“ 4 მოგება და ამდენივე წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილს იკავებს. კანადელები მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს გამართავენ და სტუმრად „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: ვოლკანოვსკის გამოწვევას ვერასდროს შევძლებ
დვალიშვილი: ვოლკანოვსკის გამოწვევას ვერასდროს შევძლებ