ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

„ძალიან დავიღალე“ – ABC-ის ცნობით, ფლიკი სეზონის ბოლოს წასვლას აპირებს

ჰანსი ფლიკი აპირებს, რომ „ბარსელონას“ მწვრთნელის პოსტი, სეზონის ბოლოს დატოვოს. ამის შესახებ ABC-ი იუწყება.

წყაროს ცნობით, გერმანელი სპეციალისტი თავის სამწვრთნელო შტაბს, სექტემბრიდან ეუბნება, რომ „ძალიან დაიღალა“ და წასვლა სურს.

ამასთან, ფლიკი იმედგაცრუებულია იმით, რომ „ბლაუგრანას“ ზოგიერთ ფეხბურთელს კონცენტრაცია და თავდადება აკლია.

გარდა ამისა, მწვრთნელი მიიჩნევს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მას არასაკმარის მხარდაჭერას უწევს.

შეგახსენებთ, რომ ფლიკის კონტრაქტი „ბარსასთან“ 2027 წლის ივნისამდეა გათვლილი. ის გუნდს 2024 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს.

ცნობისთვის, ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 11 ტურის შემდეგ, კატალონიელები სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებენ და „რეალს“ 5 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდამ ბელინგემს აუღო - ლივერპულმა რეალი ენფილდზე დაამარცხა
მამარდამ ბელინგემს აუღო - ლივერპულმა რეალი ენფილდზე დაამარცხა