სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილმა მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო | ტორონტო ბრუკლინთან დამარცხდა

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. კანადელები აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერს, „ბრუკლინ ნეთსს“, სტუმრად დაუპირისპირდნენ და 81:96 დამარცხდნენ.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 19 წუთი და 57 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში სანდროს 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჰქონდა. „მამუმ“ სამიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო, ერთი ორქულიანი გააფუჭა და ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა. ქართველ კალათბურთელს 3 მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ჯარიმა მიიღო.

„ტორონტოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი — 19 ქულა — ბრენდონ ინგრემმა ჩააგდო. იმანუელ ქუიკლიმ 17 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. „ნეთსის“ რიგებში საუკეთესო მაიკლ პორტერ ჯუნიორი იყო — 24 ქულა, 11 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა. ნოა კლაუნის ანგარიშზე 19 ქულა და 9 მოხსნა იყო.

ცნობისთვის, „რეპტორსს“ 17 მოგება და 13 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 დეკემბერს გამართავს და „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები მსოფლიოში - ხვიჩა GiveMeSport-ის რჩეულთა სიაშია
ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები მსოფლიოში - ხვიჩა GiveMeSport-ის რჩეულთა სიაშია