პსჟ, ლუის ენრიკე
Aa
Aa

“აღარც პრესკონფერენციები, აღარც ჟურნალისტები“ - ენრიკეს დასვენება სურს

საფრანგეთის თასზე პარი სენ ჟერმენი ფონტენეს ესტუმრა და მარტივად 4:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზელთა მთავრმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.

ენრიკე:

„ვფიქრობ, ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. სხვა ლიგის გუნდებთან თამაში ყოველთვის რთულია. მთელი შეხვედრის განმავლობაში კონცენტრირებული უნდა იყო. დუეს, დემბელეს და რამუშის გოლები მნიშვნელოვანი იყო. მათი თავდაჯერება გაიზრდება.

ბედნიერები ვართ, ყოველ მატჩში გაუმჯობესებას ვცდილობთ. ის გავაკეთეთ, რაც გვინდოდა. ფონტენე? ისინი ძალიან კარგები იყვნენ. დღევანდელი მატჩი ორივე გუნდისთვის ზეიმი იყო. მშვენიერია ასეთი ატმოსფეროს მქონე სტადიონზე თამაში. ჩვენ დასვენება დავიმსახურეთ.

იმედი მაქვს, დასვენების დროს პრესკონფერენციების ჩატარება არ მომიწევს. აღარც პრესკონფერენციები, აღარც ჟურნალისტები. მინდა დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გავატარო.“

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია. ქართველი ფეხბურთელი განაცხადში არ იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები