ჩაბი ალონსო, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ეს ჩვენი დონე არ იყო“ - ალონსო სევილიასთან გამარჯვების შემდეგ

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა სევილია 2:0 დაამარცხა, თუმცა საშინელი ფეხბურთი ითამაშა და არაერთხელ გადარჩა. რომ არა ტიბო კურტუა, ანდალუსიელები ბერნაბეუდან მინიმუმ ქულას წაიღებდნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ალონსო:

„ტრავმირებული ფეხბურთელების გამო, რამდენიმე სხვა მოთამაშე ძალიან იტვირთება. ვისურვებდი, რომ 2026 წელს მსგავსი პრობლემები აღარ მქონდეს, რათა ზღვარზე ვართ და ძალიან გვიჭირს. რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფრისთვის მზად ვარ. მბაპემ, ისევე, როგორც კრიშტიანუმ ისტორიულ შედეგს მიაღწია. მას საოცარი ამბიცია და სურვილი აქვს, რომ მოედანზე საუკეთესო იყოს. 2026 წელს ასე უნდა გააგრძელოს.

ბურთთან ერთად გაუმჯობესება გვჭირდება, რომ კონტროლი და ვერტიკალურობის შერწყმა შევძლოთ. დღევანდელი დონით კმაყოფილი არ ვარ, რადგან ვიცი, რომ მომავალში გაცილებით უკეთესად ვითამაშებთ. ამისთვის საჭიროა, რომ ენერგიები სწორად გადანაწილდეს.

პრიორიტეტი მატჩის მოგება იყო. არის რაღაცები, რაც ჩვენს სასურველ მდგომარეობას მიუახლოვდა იმასთან შედარებით, თუ სად ვიყავით ერთი კვირის წინ და სად ვართ ახლა. 2026 წელს ვხვდებით ისეთ პოზიციაში, საიდანაც ყველა ტიტულისთვის შეგვიძლია ბრძოლა. ეს იყო თამაში, რომელიც უნდა მოგვეგო. ტრავმების გამო რთულ სიტუაციაში ვიყავით. შეგვიძლია და გვინდა, რომ უკეთესად ვითამაშოთ.“

შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბის მხრიდან სევილიას კარში მე-2 გოლი კილიან მბაპემ გაიტანა, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა. ფრანგმა თავდამსხმელმა 1 კალენდარულ წელიწადში, რეალის მაისურით 59 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები