ბარსელონა, ვილიარეალი, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

“ყველანი ადამიანები ვართ“ - ფლიკი ვილიარეალთან მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში ბარსელონა გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალს ესტუმრება. მატჩის წინ, ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ფლიკი:

„ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. ყველა მატჩი რთულია, მაგრამ ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით დიდებულ გუნდს, რომელსაც მკაფიო ფილოსოფია აქვს. ვილიარეალი მიმდინარე სეზონში ძალიან გაიზარდა და მათ ვულოცავ. პედრის დაზიანება სერიოზული არ არის, მაგრამ მას მონიტორინგი და მცირე მკურნალობა სჭირდება. ვილიარეალთან თამაში არ შეუძლია. ბარძაყის კუნთის ტრავმით ვერ გავრისკავთ. პედრი იანვარში უფრო გვჭირდება.

2025 წელი ჩემთვის ყველაზე წარმოუდგენელი და წარმატებული იყო. ჩემი ცხოვრება აქ ფანტასტიკურია, მაგრამ ახლა მომავალზე უნდა ვისაუბროთ, რომ ყველაფერი კარგად გაგრძელდეს. დავისახეთ მიზნები, რომლებიც უნდა შევასრულოთ. ლევანდოვსკი სათამაშოდ მზად არის, ეს კარგი ამბავია.

მიხარია, რომ ამ კლუბში ვარ და ვმუშაობ. ლაპორტა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ ვარ. ვნახოთ, რა მოხდება არჩევნების შემდეგ. ყურადღება მნიშვნელოვან რაღაცებზე უნდა გავამახვილოთ, მაგრამ ყველანი ადამიანები ვართ. თუ ვინმე არ თამაშობს, მიზეზებზე ვესაუბრები. მინდა, რომ ყველა ფეხბურთელს დავეხმარო.

რაფინია? არ მინდა იმის აღნიშვნა ვინ არის უკეთესი, მაგრამ წლის საუკეთესო თერთმეტეულის ნახვის შემდეგ, გაკვირვებული ვარ. ეს ხუმრობას ჰგავს. რაფინიას გავლენა გუნდზე წარმოუდგენელი იყო. უსამართლობაა მისი იმ გუნდში ვერ მოხვედრა.“

შეგახსენებთ, რომ რაფინია FIFA-ს წლის გუნდში მისი დიდებული სეზონის შემდეგ, მაინც ვერ მოხვდა. ვილიარეალისა და ბარსელონას დაპირისპირება 21 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:15-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები