კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

ალ ნასრის პრობლემა - არაბულ კლუბს ტრანსფერების განხორციელება აუკრძალეს

კრიშიტანუ რონალდუს გუნდს პრობლემები მაქვს. NassrXtra-ს ინფორმაციით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის წინ, FIFA-მ ალ ნასრის ფეხბურთელების დამატება აუკრძალა.

FIFA-მ არაბული კლუბი მოთამაშეების რეგისტრაციაზე აკრძალული კლუბების სიაში გუშინ, 19 დეკემბერს შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ აკრძალვის ხანგრძლივობა დასახელებული არ არის და სიტუაცია სტანდარტული აკრძალვებისგან განსხვავებით, შედარებით ბურუსით არის მოცული.

გასახსენებელია 2023 წელს მომხდარი ფაქტი, როდესაც მსგავსი პრობლემები წარმოიშვა. ივლისში რონალდუს ტრანსფერის შემდეგ, კლუბს ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალეს.

აღნიშნულ პერიოდში, ალ ნასრიმ საკითხი ფულით საკმაოდ სწრაფად მოაგვარა. არაბებმა FIFA-ს 2 მილიონი ევრო გადაუხადეს. ჯერჯერობით უცნობია მოგვარდება, თუ არა ეს საკითხი კვლავ ფულით, რადგან ჯერ არც ის არის ცნობილი სანქცია ფინანსური დარღვევების გამო მოხდა, თუ რაიმე არა სპორტული ფაქტია მიზეზი.

შეგახსენებთ, რომ ალ ნასრი საუდის არაბეთის ჩემპიონატს უდანაკარგოდ, 27 ქულით ლიდერობს - 9 მატჩი, 9 გამარჯვება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაქორწინდეს და ყველაფერი მოგვარდება“ - ფუტრე იამალს ურჩევს
„დაქორწინდეს და ყველაფერი მოგვარდება“ - ფუტრე იამალს ურჩევს