გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის 5 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი | ორლანდომ ოვერტაიმში იუტა დაამარცხა

NBA-ში „იუტა ჯაზი’’ შინ „ორლანდოსთან’’ ოვერტაიმში 127-128 დამარცხდა. მატჩში ყველაზე შედეგიანი „ორლანდოს'' კალათბურთელი დესმონდ ბეინი იყო, რომელმაც 32 ქულა ჩააგდო. მას „იუტას'' მოთამაშე კეიონტე ჯორჯი 27 ქულით მოჰყვება.

„ორლანდოს’’ სასტარტო ხუთეულში გოგა ბითაძეს არ უთამაშია, ცვლილებაზე გამოვიდა, პარკეტზე 15 წუთი და 33 წამი გაატარა. მის აქტივში 5 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასია. 

აღმოსავლეთ კონფერენციაში „ორლანდო’’ 16 მოგებითა და 12 მარცხით მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს სტუმრად „გოლდენთან’’ გამართავს.

შეგახსენებთ, NBA-ში ტრეიდებისთვის ფანჯარა გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდებს მათთვის სასურველი გარიგებების დადება შეეძლებათ. მათ დრო 5 თებერვლამდე აქვთ. ჩვენთვის საინტერესოა, რომ ვრცელდება ინფორმაცია გოგა ბითაძის შესაძლო ტრეიდის შესახებ - ქართველი ცენტრის მიმართ ინტერესს „ტორონტო რეპტორსი“ იჩენს. კანადური სპორტული ტელეკომპანიის TNS-ის ანალიტიკოსის, ჯოშ ლევენბერგის ინფორმაციით, „ტორონტოს“ ცენტრის პოზიციაზე კონკურენცია სჭირდება და კლუბი ერთ-ერთ ვარიანტად გოგა ბითაძეს განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის სუსტი მატჩი - ტენერიფემ ჟირონას მოუგო
შერმადინის სუსტი მატჩი - ტენერიფემ ჟირონას მოუგო