მანუჩარ მარკოიშვილი
Aa
Aa

ოლიმპიაკოსს მოუგეს | მარკოიშვილი მონაკოს დროებითი მთავარი მწვრთნელია

ევროლიგის 31-ე ტურში მონაკომ, რომლის მთავარი მწვრთნელის დროებითი შემსრულებელი მანუჩარ მარკოიშვილია, საკუთარ მოედანზე ოლიმპიაკოსი 81:80 დაამარცხა. ყველაზე მეტი ქულა ტაილერ დორსის აქტივშია, პირეოსულ კლუბს 19 ქულით დაეხმარა. მონაკოში ყველაზე შედეგიანი მაიკ ჯეიმსი იყო, 14 ქულა ჩააგდო.

მონაკომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვასილის სპანულისი გაათავისუფლა, გუნდს კი დროებით მანუჩარ მარკოიშვილი უხელმძღვანელებს. 39 წლის ქართველი სპეციალისტი კლუბის სამწვრთნელო შტაბში 2021 წლიდან მუშაობს და მთავარი მწვრთნელის მოვალეობას უკვე მეორედ ასრულებს. პირველად ეს 2024 წლის ნოემბერში, საშა ობრადოვიჩის წასვლის შემდეგ მოხდა, როდესაც მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ასველი 103:92 დაამარცხა.

ევროლიგაში მონაკოს ანგარიშზე 17 გამარჯვება და 14 მარცხია, 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა. ევროლიგის მომდევნო შეხვედრას გუნდი 19 მარტს, სტუმრად ეფესის წინააღმდეგ გამართავს. შესაძლოა, მარკოიშვილი აღნიშნულ მატჩშიც მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოგბაიძეს უდიდესი პროგრესი აქვს | ჰერტას (U23) მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
ოგბაიძეს უდიდესი პროგრესი აქვს | ჰერტას (U23) მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა