შესარჩევ მატჩებზე დანიშნეს - ქართველი მსაჯები საერთაშორისო ტურნირზე
ბოლო პერიოდში სპორტის თითქმის ყველა გუნდურ სახეობაში საერთაშორისო ტურნირებზე ქართველი არბიტრები საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ და გამონაკლისს არც კალათბურთი წარმოადგენს. ამჯერად ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს პატივი ექნებათ 2027 წლის ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები იმსაჯონ.
ორი მათგანი საქმეში ხვალ ჩაერთვება - ქალაქ სალონიკში საბერძნეთი-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის მთავარი არბიტრი მიხეილ ვართანოვი იქნება, ხოლო ბაქოში აზერბაიჯანი-უკრაინას შეხვედრაში ფიბას ტექნიკური დელეგატის ფუნქციებს მერაბ რატიშვილი შეასრულებს. რაც შეეხება კირილე თვაურს, მთავარი მსაჯის ამპლუაში სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონია-ხორვატიას თამაშს მოემსახურება.
ცნობისათვის, ქალთა კალათბურთში ასაკობრივ ჩემპიონატზე ცოტა ხნის წინ წარმატება გვქონდა და საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ჩემპიონი გახდა.