მამუკელაშვილმა ბოსტონთან 24 ქულა ჩააგდო | ქართველი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
NBA-ში „ტორონტო რეპტორსი’’ „ბოსტონთან’’ 96:112 დამარცხდა. „ტორონტოში’’ ყველაზე შედეგიანი ბრენდონ ინგრემი და სანდრო მამუკელაშვილი იყვნენ, მათ 24-24 ქულა ჩააგდეს. ამ მატჩში მათზე მეტი ქულა მხოლოდ „ბოსტონის’’ კალათბურთელმა პეიტონ პრიჩარდმა ჩააგდო, მის აქტივში 33 ქულაა.
სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე გატარებულ 29 წუთსა და 47 წამში 24 ქულის ჩაგდების გარდა 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება შეასრულა.
„ტორონტოს'' ცენტრი იაკობ პიოლტლი ტრავმირებულია და ამის გამო სანდროს სათამაშო დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა. კარგია რომ ამ შესაძლებლობას სანდრო ბრწყინვალედ იყენებს.
სანდრომ „ბოსტონთან'' მატჩამდე „მილუოკის'' წინააღმდეგ ითამაშა (19 დეკემბერს), ამ შეხვედრაშიც შესანიშნავი პერფორმანსი ჰქონდა. 36 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა, 2 გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა (იხილეთ).
ქართველი მოთამაშის გუნდი 17 მოგებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 22 დეკემბერს „ბრუკლინ ნეტსთან“ გამართავს.