თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელია: “ეს აღიარება ჩემთვის დიდი პატივია“

გუშინ, თორნიკე შენგელია საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა სპორტის სათამაშო სახეობებში.

სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს ნაკრებისა და ბარსელონას კალათბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

რას წერს შენგელია:

"მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოვლენასა და შეფასებაში სპორტულ შეჯიბრებების სახეობაში. ეს აღიარება ჩემთვის უდიდესი პატივია და კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს წარდგენისთვის. ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული და ემოციური მომენტი იყო, რომ სწორედ ის ადამიანი გადმომცემდა ამ ჯილდოს — ლეგენდა, რომლის მიღწევები და პიროვნება მრავალი თაობისთვის შთაგონების წყაროა. ეს ფაქტი ამ ჯილდოს ჩემთვის კიდევ უფრო ფასეულს ხდის.

მადლობა ღმერთს!! ჩემს ოჯახს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და ყველა ადამიანს, ვინც ამ გზაზე გვერდით მიდგას. ეს წარმატება ჩვენ ყველას გვეკუთვნის.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, თორნიკე შენგელია ტრავმირებულია და საკუთარ კლუბს ჯერჯერობით ვერ ეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები