კილიან მბაპე, ალვარო არბელოა
Aa
Aa

დაშავებული მბაპე და პრეტენზიები არბიტრთან - არბელოა სებალიოსზე გაბრაზებულია

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 33-ე ტური სენსაციური შედეგით დაიწყო - „რეალმა“ სევილიაში „ბეტისთან“ გამარჯვება ხელიდან არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვა, როდესაც „ექს-ბარსელონელმა“ ექტორ ბელერინიმ წონასწორობა აღადგინა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ „ბარსელონა“ დღეს სტუმრად „ხეტაფეს“ დაამარცხებს, სამეფო კლუბთან ჰანდიკაპს 11 ქულამდე გაზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ტურში, ან უკიდურეს შემთხვევაში „ელ კლასიკოში“ ჩემპიონის ტიტულს გაინაღდებს.

ბუნებრივია, მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იმედგაცრუებული იყო მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი ალვარო არბელოა, რომლის ხელმძღვანელობითაც კასტილიელებმა 23 მატჩიდან 14 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 7 წააგეს.

ალვარო არბელოა

მბაპემ მე-80 წუთზე ცვლილება ითხოვა და როგორც სამედიცინო შტაბმა მითხრა, კილიანს მარცხენა ბარძაყის უკანა კუნთის დაჭიმულობა აქვს და რამდენ ხანს მოუწევს დასვენება, ჯერჯერობით არ ვიცით. რაც შეეხება „ბეტისის“ მიერ გატანილ გოლს, ფერლან მენდიზე აშკარა წესების დარღვევა არ დააფიქსირეს და ეს გოლი ჩასათვლელი არ იყო.

ხანდახან მგონია, რომ არბიტრები ფეხბურთში კარგად ვერ ერკვევიან და ასეთ სიტუაციებს უყურადღებოდ სწორედ ამის გამო ტოვებენ. გარდა ამისა, პირველ ტაიმში თავისუფლად შეიძლებოდა ჩვენს სასარგებლოდ 11-მეტრიანი დანიშნულიყო, რაც უდიდეს უპირატესობას მოგვცემდა. რატომ არ ვათამაშე სებალიოსი? მე მხოლოდ ის ფეხბურთელები მჭირდება, რომლებიც გუნდისთვის სასარგებლოები იქნებიან.

ცნობისათვის, „ბეტისს“ სტუმრად „რეალი“ უკვე 4 მატჩია ვერ ამარცხებს და სამჯერ ფრედ ითამაშა და ერთხელ დამარცხდა. მიმდინარე სეზონში უკანასკნელი ექვსი შეხვედრიდან კი, „ბლანკოსმა“ მხოლოდ ერთი მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და სამი წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“როცა თავს ასე იცავ..“ - კროოსმა ბარსელონა გააკრიტიკა
“როცა თავს ასე იცავ..“ - კროოსმა ბარსელონა გააკრიტიკა