კლაუდიო რანიერი
Aa
Aa

„მინდა ყველამ ყველაფერი იცოდეს“ - რანიერი ნაწყენი წავიდა

გასულ ზაფხულს ჯან-პიერო გასპერინის მისვლის შემდეგ, კლაუდიო რანიერიმ „რომას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე გადაინაცვლა. გასპერინის ხელმძღვანელობით თავიდან დედაქალაქური კლუბის საქმეები მართლაც კარგად მიდიოდა და გუნდი ჩემპიონობისთვისაც იბრძოდა, თუმცა სეზონის მეორე ნახევარზე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით - „ჯალოროსო“ ევროპა ლიგასაც გამოეთიშა, ხოლო შიდა ჩემპიონატში სავარაუდოდ მხოლოდ იმავე ევროპა ლიგის საგზურით მოუწევს დაკმაყოფილება. ძნელი სათქმელია, ამაში კლუბის შეფებმა გასპერინის ნაცვლად რანიერის ბრალეულობა დაინახეს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ პოსტიდან სწორედ კლაუდიო გაუშვეს, რომელმაც ამასთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა.

კლაუდიო რანიერი

ფრიდკინების ოჯახს მთელ ამ პერიოდში გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას გადავუხდი, მაგრამ არ შემიძლია ყველას არ ვუთხრა, რომ უფროსი მრჩევლის პოსტიდან წასვლა ჩემი სურვილი კი არა, კლუბის ხელმძღვანელების ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო. ამაზე ღიად იმიტომ ვსაუბრობ, რომ მინდა ყველამ ყველაფერი იცოდეს, გამჭვირვალე იყოს ფაქტები და ჩემს პატიოსან ქმედებასა და ერთგულებაში „რომას“ გულშემატკივრებს ეჭვი ერთი წამითაც არ შეეპაროთ.

ცნობისათვის, კლაუდიო რანიერი „რომას“ სამჯერ, 2009-2011, 2019 და 2024-2025 წლებში ხელმძღვანელობდა. კლუბს მან ერთი ტიტულიც ვერ მოაგებინა, საერთო ჯამში კი ჯალოროსომ მისი ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე გამართული 132 მატჩიდან 75 მოიგო, 27 ფრედ დაასრულა და 30 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის შანსი - იუვენტუსმა ალისონს ოფიციალური წინადადებით მიმართა
მამარდაშვილის შანსი - იუვენტუსმა ალისონს ოფიციალური წინადადებით მიმართა