ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა | ბუდუ ბრწყინვალე ფორმაშია

ბუნდესლიგის 31-ე ტურში ჰაიდენჰაიმმმა შინ ზანქტ-პაული 2:0 დაამარცხა. მესამე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ მასპინძლები დააწინაურა. კუთხურისას ვითარებაში სწრაფად გაერკვა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა, ბუნდესლიგის ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა. 82-ე წუთზე თურქმა ერენ დინკჩიმ ანგარიში ორამდე გაზარდა.

ბუდუ ზივზივაძის გოლი

 

ჰაიდენჰაიმმა ბოლო სამი ტურიდან 2 მოიგო, 22 ქულა დააგროვა, კვლავ ბოლო ადგილზეა, სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მე-16 ადგილზე მყოფ ზანქტ-პაულის 4 ქულით ჩამორჩება. თუ ჰაიდენჰაიმი მე-16 ადგილზე გავა, მეორე ბუნდესლაში მესამე ადგილზე გასულს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ელიტაში ადგილს შეინარჩუნებს. ბუდუს გუნდი მომდევნო ტურში, 2 მაისს ბაიერნს ესტუმრება.

ბუდუმ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი მე-9 ტურში აინტრახტს შეუგდო, შემდეგ 8-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა, რომელიც 29-ე ტურში ბერლინის უნიონთან ბრწყინვალე გოლით დაასრულა, 30-ე ტურში ფრაიბურგს შესანიშნავი გოლი გაუტანა. აღნიშნულ ორ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ცვლილებაზე გამოვიდა. ზედიზედ ორ შეხვედრაში შედეგიანი იყო და ფრანკ შმიდტის გადაწყვეტილება, ბუდუს სასტარტო 11-ში დაბრუნების თაობაზე, მოსალოდნელი იყო. ბუდუმ ეს შანსიც გამოიყენა და ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა. შმიდტმა დღეს ბუდუ მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე შეცვალა.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 32 წლის ქართველმა ფორვარდმა 17 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 4 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხოლოდ ერთი ვარსკვლავი ჰყავს, თუმცა ნამდვილი გუნდია | ბენზემამ პსჟ-ზე ისაუბრა
მხოლოდ ერთი ვარსკვლავი ჰყავს, თუმცა ნამდვილი გუნდია | ბენზემამ პსჟ-ზე ისაუბრა