NBA: ლეიკერსმა ჰიუსტონს თითქმის წაგებული მატჩი შემოუბრუნა
გამთენიისას NBA-ში პლეი-ოფების მორიგი შეხვედრები გაიმართა. „ჰიუსტონ როკეტსმა“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში, ოვერტაიმში 108:112 დამარცხდა.
„ჰიუსტონი“ სერიაში 0:2 მარცხდებოდა და შინ აუცილებლად უნდა მოეგო. ყველაფერი კარგად მიდიოდა და სირენამდე 28 წამით ადრე 101:95-საც იგებდნენ, თუმცა მარკუს სმარტმა, ბურთის ჩაჭრის შემდეგ სამი საჯარიმოს შესრულების უფლება მოიპოვა და სამივე გამოიყენა - 98:101. ლებრონ ჯეიმსმა 20 წამით ადრე მასპინძლებს ბურთი მოპარა და სამქულიანი ჩააგდო. ძირითადი დრო 101:101 დასრულდა და დამატებითი ტაიმი დაინიშნა.
„ლეიკერსს“ ოვერტაიმში მარკუს სმარტმა ულიდერა, რომელმაც 11-დან 8 ქულა ჩააგდო. სტუმრებმა 11:7 მოიგეს და სერიაში ანგარიში 3:0 გახადეს.
რაც შეეხება სტატისტიკას, ლებრონმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 29 ქულა, 13 მოხსნა. ასევე ორმაგი ჰქონდა მარკუს სმარტს - 21 ქულა, 10 გადაცემა. ტეხასელების მხრიდან გაიბრწყინა თურქმა ცენტრმა ალპერენ შიონგუნმა - 33 ქულა და 16 მოხსნა.
ლოს ანჯელესელები ლუკა დონჩიჩისა და ოსტინ რივზის გარეშე თამაშობდნენ. ტეხასელებს კი კევინ დურანტი აკლდათ.
სერიის მე-4 მატჩი ჰიუსტონში 27 აპრილს გაიმართება.
ფილადელფია 100-108 ბოსტონი (1:2)
პორტლენდი 108-120 სან ანტონიო (1:2)