ისლამ მახაჩევი, იან მაჩადო გარი
Aa
Aa

„პრინცესას ისევ ველოდებით“ - გარიმ მახაჩევს მიმართა

ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ UFC-ის ქვესაშუალო წონით დივიზიონში საჩემპიონო ტიტულს ისლამ მახაჩევი პირველად იან გარი მაჩადოსთან დაიცავს. დაღესტნელმა მებრძოლმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა სტატუსი, სადაც იყო მინიშნება გაკეთებული, რომ ოქტაგონს ივლისში დაუბრუნდებოდა, რაზეც ირლანდიელმა კომენტარი მაშინვე გააკეთა.

იან გარი მაჩადო

ისლამ, თავიდან საუბრობდი, რომ ხელის ტრავმა გქონდა, რის შემდეგაც დენა უაითმა შენზე თქვა, რომ აგვისტოში დაბრუნდებოდი. თუმცა, ახლა აცხადებ, რომ ეს ივლისში მოხდება. შენთან დაპირისპირებისთვის მაისიდან, ანუ იმ მომენტიდან მზად ვარ, როდესაც ჩემთან ჩხუბს თავი აარიდე. მეც და ყველა მოუთმენლად ველით, როდის გაიღვიძებს პრინცესა და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას მენეჯერის მალკი კავის განცხადებით, ისლამ მახაჩევმა „ელ მატადორთან“ თეთრი სახლის ღონისძიებაზე ბრძოლაზე უარი ხელის ტრავმის გამო თქვა, რაც თავად დაღესტნელმა სპორტსმენმა და მისმა წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს. აქვე გეტყვით, რომ მახაჩევმა ქვესაშუალო წონის ჩემპიონის ტიტული ჯეკ დელა მადალენას ძლევით მოიპოვა, ხოლო იან გარი მაჩადომ ბოლოს ბელალ მუჰამადი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: კონორი ახლა? მისთვის არ მცალია, შეუძლია ჩემთან ივარჯიშოს
თოფურია: კონორი ახლა? მისთვის არ მცალია, შეუძლია ჩემთან ივარჯიშოს