ლუის ენრიკე
Aa
Aa

„მოუთმენლად ველოდებით ბაიერნთან მატჩს“ - ლუის ენრიკე

„ანჟესთან“ მოგებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „ბაიერნთან“ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და ლიგა 1-ში მოპოვებული მორიგი გამარჯვება შეაფასა.

„ვფიქრობ, შედეგი სამართლიანია. რთული მატჩი გამოვიდა, იმიტომ რომ როცა თამაშს ზედმეტად მშვიდად იწყებ, შემდეგ პრობლემები გექმნება. ვფიქრობ, კონცენტრირებულები ვიყავით და მატჩს ვაკონტროლებდით - კმაყოფილი ვარ.

გეთანხმებით, რომ ახლა კარგ ფორმაში ვართ. მიუხედავად იმისა, თუ ვინ თამაშობს და ვინ რჩება თადარიგში, თამაშის დონე არ ეცემა. ვფიქრობ, ფორმის პიკზე საუკეთესო დროს გავდივართ, ვინაიდან ლიგა 1-ში რამდენიმე მატჩი დაგვრჩა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალი მოგვიახლოვდა. მზად ვართ და გვინდა, ამ მომენტით დავტკბეთ.

ვინ ითამაშებს „ბაიერნთან“ ძირითადში? მათთვის ინფორმაციის გაზიარებას არ ვაპირებ. ყველა ფეხბურთელი მზადაა და მოუთმენლად ველოდებით ნახევარფინალს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულები ვართ, ამიტომ გავიმეორებ: მოუთმენლად ველოდებით ამ მატჩს“.

30 მატჩის შემდეგ პსჟ სატურნირო ცხრილს 69 ქულით ლიდერობს, უახლოეს მდევარ „ლანსს“ კი 63 ქულა აქვს. მომდევნო ტურში, 2 მაისს ხვიჩას გუნდი „ლორიანს“ უმასპინძლებს, მანამდე კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში საკუთარ კედლებში „ბაიერნს“ მიიღებს - ეს შეხვედრა 28 აპრილით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
talkSPORT: პსჟ კვარაცხელიაზე წინადადებებს არც კი მოისმენს
talkSPORT: პსჟ კვარაცხელიაზე წინადადებებს არც კი მოისმენს