21 ქულა 36 წუთში - ანდრონიკაშვილმა ისლანდიაში კარგად დაიწყო
რატი ანდრონიკაშვილმა ისლანდიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში უმაღლეს დონეზე ითამაშა. „ალფტანესი“, სადაც 24 წლის ქართველი მოთამაშე ასპარეზობს, სტუმრად „სტიარნანთან“ 4-ქულიანი სხვაობით, 104:108 დამარცხდა. ანდრონიკაშვილმა ტრადიციულად შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და სარგებლიანობის კოეფიციენტით მხოლოდ ორ თანაგუნდელს ჩამორჩა.
რატიმ პარკეტზე გატარებულ 36 წუთში 21 ქულა, 2 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. მან ექვსიდან ორი ორქულიანი, ცხრიდან ხუთი სამქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. ბურთი სამჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ ოთხჯერ დაჯარიმდნენ და და თავად ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო. ანდრონიკაშვილი ისლანდიაში სათამაშოდ ნოემბრის ბოლოს გადავიდა და ახალ კლუბს სანაკრებო მატჩების შემდეგ შეუერთდა.
ცნობისათვის, 4 მოგებითა და 7 წაგებით „ალფტანესი“ ისლანდიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა.