ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„დგომში დავაზიანებ და მახრჩობელა ილეთი ხაბიბის თვალწინ“ - თოფურიას მახაჩევის დაფინიშება სურს

ილია თოფურია დიდი ხნის განმავლობაში ღიად და დაუფარავად აცხადებს, რომ ისლამ მახაჩევთან დაპირისპირება სურს, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში ამ ბრძოლის ჩანიშვნა ცოტა ძნელად წარმოსადგენია. გარდა იმისა, რომ ილია და ისლამი სხვადასხვა დივიზიონს წარმოადგენენ, პირადი პრობლემების გამო „ელ მატადორმა“ სპორტში პაუზა აიღო და როდის დაუბრუნდება ოქტაგონს, ჯერჯერობით თავადაც არ იცის. მიუხედავად აღებული შესვენებისა, ქართველი ჩემპიონი მახაჩევთან დაპირისპირების სურვილს არ კარგავს და ამაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა.

ილია თოფურია

ჭიდაობა ჩემი ძლიერი მხარეა - უბრალოდ ამ სტილს არ ვიყენებ, რადგან პუბლიკას დარტყმების ხილვა უფრო მეტად სიამოვნებს. თუმცა, შესაძლოა ისლამთან დაპირისპირების დროს მათ ჩემი საჭიდაო პლუსების ხილვა უფრო სურდეთ. სცენარი ასეთი იქნება - მახაჩევთან დგომში დომინანტი ვიქნები, საჭირო ადგილებში სამ-ოთხ დარტყმას მივაყენებ და შემდეგ ხაბიბ ნურმაგომედოვის თვალწინ მახრჩობელა ილეთით დავამარცხებ. თუ მახაჩევი წამოდგომას დააპირებს, თავს სიამოვნებით გავუხეთქავ. ისინი იმდენად ქედმაღალი და ამპარტავანი ხალხია, შესაძლოა ხაბიბი საქმეში ჩაერიოს, მაგრამ მასაც გავუსწორდები.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრამდე ილია თოფურია P4P-ის რეიტინგის ლიდერი იყო, თუმცა მას შემდეგ, როდესაც ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და „ელ მატადორის“ მსგავსად ისიც ორი წონის ჩემპიონი გახდა, პირველი ადგილი დაიბრუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბი 14-ჯერ შეამოწმეს | რამდენი დოპინგ-ტესტი ჩააბარეს ქართველმა მებრძოლებმა
მერაბი 14-ჯერ შეამოწმეს | რამდენი დოპინგ-ტესტი ჩააბარეს ქართველმა მებრძოლებმა