“სათამაშოდ ნებისმიერ დროს მზად ვარ“ - მამუკელაშვილი ბოსტონთან მატჩის შემდეგ
NBA-ში „ტორონტო რეპტორსი’’ „ბოსტონთან’’ 96:112 დამარცხდა. „ტორონტოში’’ ყველაზე შედეგიანი ბრენდონ ინგრემი და სანდრო მამუკელაშვილი იყვნენ, მათ 24-24 ქულა ჩააგდეს. ამ მატჩში მათზე მეტი ქულა მხოლოდ „ბოსტონის’’ კალათბურთელმა პეიტონ პრიჩარდმა ჩააგდო, მის აქტივში 33 ქულაა.
მატჩის დასრულების შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილი პრესკონფერენციაზე წარსდგა და მცირე კომენტარი გააკეთა.
მამუკელაშვილი:
„მატჩის მიმდინარეობისას კარგი ეპიზოდები გვქონდა, მაგრამ მეტოქემ ფარქვეშ გვაჯობა. თამაშის ვიდეოს აუცილებლად ვნახავთ და განვიხილავთ. სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და თამაშის გაუმჯობესებას ვეცდებით.
თამაშისთვის ყოველთვის მზად ვარ. არ აქვს მნიშვნელობა სკამზე ვიჯდები, თუ ძირითად შემადგენლობაში. ნებისმიერ თამაშს მაქსიმალურად მობილიზებული ვხვდები. აბსოლუტურად ყველაფერი კალათბურთელი უნდა იყოს იმისთვის მზად, რომ ნებისმიერ მომენტში მაღალ დონეზე ითამაშოს.“
შეგახსენებთ, რომ სანდრომ „ბოსტონთან'' მატჩამდე „მილუოკის'' წინააღმდეგ ითამაშა (19 დეკემბერს), ამ შეხვედრაშიც შესანიშნავი პერფორმანსი ჰქონდა. 36 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა, 2 გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ქართველი მოთამაშის გუნდი 17 მოგებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 22 დეკემბერს „ბრუკლინ ნეტსთან“ გამართავს.