გიორგი გულიაშვილი და აიკი | რა ხდება ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით
„სარაევოს“ ფეხბურთელის, გიორგი გულიაშვილის მომავალზე ბოსნიურ და შვედურ პრესაში აქტიურად წერენ. 24 წლის შემტევის გადაბირებით „აიკი“ ინტერესდება და ბოსნიურ კლუბს წინადადებით უკვე მიმართა.
Oslobođenje-ის ცნობით, დიდი შანსია, გარიგება უახლოეს დღეებში დაიხუროს. გულიაშვილს „აიკში“ გადასვლა სურს და მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ერთ ნაბიჯში არიან. მეორე მხრივ, „აიკის“ წარმომადგენელმა უარყო ინფორმაცია, თითქოს შვედურმა კლუბმა პირველი შეთავაზების შემდეგ „სარაევოს“ მეორე წინადადებით მიმართა.
საინტერესოა, რომ ავტორიტეტულ სტატისტიკურ სააგენტოზე, Sofascore-ზე გულიაშვილი უკვე „აიკის“ ფეხბურთელადაა მოხსენიებული. Sofascore-ზე აღნიშნულია, რომ ქართველმა თავდამსხმელმა შვედებს საკუთარი მომავალი 2028 წლის ივნისამდე დაუკავშირა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში გულიაშვილს 20 შეხვედრა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 2 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა. გიორგი Transfermarkt-ზე 1.3 მილიონ ევროდ არის შეფასებული.