დანი კარვახალი
Aa
Aa

კარვახალმა შესაძლოა რეალი სეზონის ბოლოს დატოვოს | The Athletic

რეალის“ მცველი, დანიელ კარვახალი სათამაშო დროის სიმცირით უკმაყოფილოა.

გუშინ, ლა ლიგის 23-ე ტურში, „ვალენსიას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:0), 34 წლის ფეხბურთელმა მთელი შეხვედრა სათადარიგო სკამზე გაატარა.

მარჯვენა მცველის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში დავიდ ხიმენესი გამოვიდა, რომელიც 76-ე წუთზე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა შეცვალა.

საფინალო სასტვენის შემდეგ კარვახალი მოედანზე გავიდა, რათა ფიზმომზადების მწვრთნელის, ანტონიო პინტუსის ხელმძღვანელობით ევარჯიშა. The Athletic წერს, რომ ფეხბურთელი „გაღიზიანებული“ იყო.

როგორც მოთამაშესთან დაახლოებულმა წყაროებმა განაცხადეს, დანი ნაწყენია იმის გამო, რომ არ თამაშობს, თუმცა დასძინეს, რომ ის კვლავაც მონდომებით ივარჯიშებს.

„რეალის“ ხელმძღვანელობაში არსებული წყაროები იტყობინებიან, რომ კლუბი ეჭვქვეშ აყენებს კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომელსაც ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

არც კარვახალის მხარეა დარწმუნებული იმაში, რომ ის „მადრიდში“ დარჩება. კლუბში მარჯვენა მცველის პოზიციაზე შესაძლო ტრანსფერები უკვე განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ დანი „რეალის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 10 მატჩი ჩაატარა. გეტყვით ასევე, რომ Transsfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვუმატებთ ყველაზე მნიშვნელოვან დროს“ - ენრიკემ სიხარული ვერ დამალა
„ვუმატებთ ყველაზე მნიშვნელოვან დროს“ - ენრიკემ სიხარული ვერ დამალა