კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

Sky Sports: რონალდუმ პროტესტი შეწყვიტა და შაბათს ითამაშებს

კრიშტიანუ რონალდუმ პროტესტი შეწყვიტა და უქმეებზე მოედანს დაუბრუნდება. ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება.

როგორც ცნობილია, რონალდუ დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში თამაშზე უარს ამბობდა, რის გამოც „ალ ნასრის“ ორი მატჩი გამოტოვა. პორტუგალიელი ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო იმით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საუდის არაბეთის საფეხბურთო ლიგას მისი კლუბის მიმართ. კერძოდ, რონალდუს აზრით, სატრანსფერო ბაზარზე „ალ ნასრი“ გაცილებით ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე მისი კონკურენტი კლუბები.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუ უკმაყოფილო იყო იმით, თუ როგორ ექცეოდა კლუბი მასთან დაახლოებულ თანამშრომლებს, რომლებსაც „ალ ნასრი“ ხელფასს არ უხდიდა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ახლა ყველა პრობლემური საკითხი მოგვარებულია და რონალდუ შაბათს „ალ ფატეჰის“ წინააღმდეგ ითამაშებს, თუმცა შუა კვირაში, ჩემპიონთა ლიგაზე „არქადაგის“ წინააღმდეგ დაგეგმილ მატჩს გამოტოვებს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში რონალდუს ანგარიშზე 22 მატჩში 18 გოლი და 3 საგოლე პასია. „ალ ნასრი“ 49 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა და ლიდერ „ალ ჰილალს“ 1 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ და ქოჩორა ერთ გუნდში? ESPN-ის სენსაციური ინფორმაცია
რონალდუ და ქოჩორა ერთ გუნდში? ESPN-ის სენსაციური ინფორმაცია