დიანა დევისი, გლებ სმოლკინი
Aa
Aa

მიზანი მიღწეულია - სმოლკინი-დევისის დუეტს წინ თავისუფალი პროგრამა ელის

ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ინდივიდუალური შეჯიბრება დაიწყო, სადაც საქართველოს დელეგაციიდან საქმეში პირველად გლებ სმოლკინისა და დიანა დევისის წყვილი ჩაერთო. ქართულმა დუეტმა რითმულ ცეკვებში მოკლე პროგრამაში იასპარეზა და 77,15 ქულით მეცამეტე ადგილი დაიკავა, რაც საბოლოო მიზნის მიღწევისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ნაჩვენები შედეგით გლებმა და დიანამ საუკეთესო ოცეულში ადგილი და შესაბამისად თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება ნაადრევად გაინაღდეს, სადაც ძალებს უკვე 11 თებერვალს მოსინჯავენ. ხვალ კი ოლიმპიადის ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონი ნიკა ეგაძე ჩაერთვება, რომელიც თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაში პირველად სწორედ წელს იასპარეზა, ფინალურ ეტაპზე გადავიდა და მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც მართლაც ისტორიული შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზამთრის ოლიმპიადა | დევისი და სმოლკინი თავისუფალი პროგრამით წარდგნენ
ზამთრის ოლიმპიადა | დევისი და სმოლკინი თავისუფალი პროგრამით წარდგნენ