ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა
Aa
Aa

თრიალეთის თასი - ბერულავა/მეტელკინას წყვილმა ოქროს მედალი აიღო

ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე „თრიალეთის თასი“ სპორტულ წყვილებში საქართველოს წარმომადგენლებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ, ოქროს მედლები მოიპოვეს.

წყვილმა თავიდანვე ლიდერის სტატუსი მოიპოვა. მეტელკინასა და ბერულავას მოკლე პროგრამის შემდეგ პირველი ადგილი ეკავათ და ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტადაც მიიჩნეოდნენ.

მათ ყველაზე დიდ კონკურენციას რუსები ანასტასია მიშინა და ალექსანდრ გალიამოვი უწევდნენ. მათ მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 132.83 ქულა დააგროვეს, თუმცა საბოლოოდ მეორე პოზიციას დასჯერდნენ.

ბერულავამ და მეტელკინამ თავისუფალი პროგრამაც მაღალ დონეზე შეასრულეს და 135.82 ქულა მიიღეს, რამაც მათ საბოლოო გამარჯვება და „თრიალეთის თასის“ ჩემპიონობა მოუტანა.

ამრიგად, საქართველოს წარმომადგენლებმა ბათუმში გამართულ ტურნირზე კიდევ ერთი ოქროს მედალი დაისაკუთრეს. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონები გახდნენ ასევე გლებ სმოლკინი და დიანა დევისიც მოცეკვავე წყვილებში, ხოლო მამაკაცთა ერთეულებში გამარჯვება ნიკა ეგაძემ იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუპერკომპიუტერის პროგნოზი | რა შანსები აქვს საქართველოს ნაკრებს
სუპერკომპიუტერის პროგნოზი | რა შანსები აქვს საქართველოს ნაკრებს