ანასტასია გუბანოვა
Aa
Aa

ფიგურული ციგურაობა | გუბანოვას მეათე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ქალმა მონაწილეებმა თავისუფალი პროგრამა წარადგინეს, საქართველოს კი ანასტასია გუბანოვა წარმოადგენდა.

მოკლე პროგრამამ ანასტასიას 69.92 ქულა და მეექვსე ადგილი მოუტანა, რის შედეგადაც მან თავისუფალი პროგრამის შესრულების უფლება მოიპოვა.

თავისუფალ პროგრამაში ქართველმა სპორტსმენმა 128.89 ქულა მიიღო, საერთო ჯამში კი 198.81 ქულით მეათე ადგილს დასჯერდა. 

მსოფლიო ჩემპიონი იაპონელი კაორი საკამოტო გახდა (238.28 ქულა), ვერცხლის მედალი მის თანამემამულე მონე ჩიბას ერგო (228.47), ბელგიელი ნინა პინცარონე კი ბრინჯაოს დასჯერდა (215.20).

შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული ვერცხლის მედალი ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ 29 მარტს თავისუფალ პროგრამას რიტმულ ცეკვებში მოასპარეზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი წარადგენს. მოკლე პროგრამის შემდეგ ქართული წყვილი მე-10 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიაში პირველად | მეტელკინა-ბერულავას წყვილის ვერცხლი მსოფლიო ჩემპიონატზე
ისტორიაში პირველად | მეტელკინა-ბერულავას წყვილის ვერცხლი მსოფლიო ჩემპიონატზე