ჩინეთის გრანპრი - ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
Aa
Aa

ჩინეთის გრანპრი - ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

6-8 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჟენში ფიგურულ ციგურაობაში გრანპრის სერიის მესამე ეტაპი გაიმართება. ტურნირზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს.

ჩინეთის გრანპრი საქართველოს წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება. სპორტული წყვილის, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინასთვის, სპორტულ ცეკვებში მოასპარეზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინისთვის, ასევე ანასტასია გუბანოვასთვის ეს გრანპრის სერიის მეორე ტურნირია.

სწორედ ამ ეტაპის შემდეგ უფრო ნათელი გახდება, შეძლებენ თუ არა ქართველი სპორტსმენები ფინალში კვალიფიკაციას. ნიკა ეგაძე კი სეზონის გრანპრის სერიაში პირველ გამოსვლას გამართავს.

ჩინეთის გრანპრის განრიგი:

6 ნოემბერი

- დიანა დევისი – გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები) – რიტმული ცეკვა;

- ანასტასია გუბანოვა (ქალები) – მოკლე პროგრამა;

- ლუკა ბერულავა – ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილები) – მოკლე პროგრამა;

- ნიკა ეგაძე (კაცები) – მოკლე პროგრამა.

7 ნოემბერი

- დიანა დევისი – გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები) – თავისუფალი ცეკვა;

- ანასტასია გუბანოვა (ქალები) – თავისუფალი პროგრამა;

- ლუკა ბერულავა – ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილები) – თავისუფალი პროგრამა.

8 ნოემბერი

- ნიკა ეგაძე (კაცები) – თავისუფალი პროგრამა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები