ნიკა ეგაძე
Aa
Aa

მოკლე პროგრამა | ნიკა ეგაძე მე-15 ადგილზე იმყოფება

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, მამაკაცმა მოციგურავეებმა მოკლე პროგრამები წარადგინეს და საქართველოს სახელით ნიკა ეგაძემ იასპარეზა.

ეგაძემ მსაჯებისგან 78.84 ქულა დაიმსახურა და მე-15 ადგილზე იმყოფება. ნიკამ საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია, მაგრამ მედლებისთვის ბრძოლა გაუჭირდება. პირველ ადგილზე მყოფ ილია მალინინს 111.29 ქულა აქვს, მეორეადგილოსან ადამ სიაო ჰიმ ფას — 101.85, ხოლო ალექსანდრ სელევკოს — 96.49.

ცნობისთვის, ეგაძე თავისუფალ პროგრამას 28 მარტს წარადგენს. მანამდე სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა იასპარეზებენ, 27-ში კი რიტმული ცეკვებისა და ქალი მოციგურავეების დღეა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    რატომ დააკმაყოფილეს პარი სენ-ჟერმენის მოთხოვნა | LFP-მა ლანსთან მატჩი გადადო
    რატომ დააკმაყოფილეს პარი სენ-ჟერმენის მოთხოვნა | LFP-მა ლანსთან მატჩი გადადო