ხვიჩა კვარაცხელია, პარი სენ-ჟერმენი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

რატომ დააკმაყოფილეს პარი სენ-ჟერმენის მოთხოვნა | LFP-მა ლანსთან მატჩი გადადო

საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგამ (LFP) გადაწყვეტილება მიიღო და „პარი სენ-ჟერმენისა“ და „სტრასბურგის“ თხოვნა დააკმაყოფილა. ეს კლუბები ჩემპიონთა ლიგისა და კონფერენს ლიგის მეოთხედფინალში არიან და საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის გადადება მოითხოვეს.

„პარი სენ-ჟერმენი“ „ლანსს“ ხვდება, „სტრასბურგი“ — „ბრესტს“, და მატჩები 11 აპრილს უნდა გამართულიყო. პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის დირექტორთა საბჭომ ლუის ენრიკეს გუნდს „ლანსთან“ დაპირისპირება ერთი თვით გადაუდო და ამ შეხვედრას 13 მაისს ვიხილავთ. იმავე დღეს გაიმართება „სტრასბურგისა“ და „ბრესტის“ მატჩი.

„ეს გადაწყვეტილებები შეესაბამება დირექტორთა საბჭოს მტკიცე სტრატეგიულ მიმართულებას, რომელიც მიზნად ისახავს, რომ საფრანგეთმა შეინარჩუნოს მეხუთე ადგილი უეფას ჩემპიონატების რეიტინგში, რაც მას საშუალებას აძლევს, ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი წარმომადგენელი ჰყავდეს,“— ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მეოთხედფინალში „ლივერპულს“ ხვდება. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 8 აპრილს, „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება და თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება; განმეორებითი მატჩი კი 14 აპრილს, იმავე დროს, „ენფილდზე“ არის ჩანიშნული. სათქმელია, რომ „ლანსი“ „პარი სენ-ჟერმენთან“ შეხვედრის გადადების წინააღმდეგ იყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წარმოიდგინეთ კვარა არსენალის მაისურით“ - ჯო ქოულმა ხვიჩაზე ისაუბრა
„წარმოიდგინეთ კვარა არსენალის მაისურით“ - ჯო ქოულმა ხვიჩაზე ისაუბრა