„წარმოიდგინეთ კვარა არსენალის მაისურით“ - ჯო ქოულმა ხვიჩაზე ისაუბრა
ინგლისის ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა, ჯო ქოულმა ლონდონის „არსენალში“ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერი შეაფასა.ვეტერანმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე პოდკასტ The Dressing Room-ში ისაუბრა.
„არსენალი“ ახლოსაა წარმატებული პერიოდის დაწყებასთან. თუ ისინი ტიტულს მოიგებენ... დააკვირდით, როგორ ემზადებიან ისინი მომდევნო სეზონისთვის. უკვე ისმის საუბრები „პარი სენ-ჟერმენიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის მცდელობებზე. წარმოიდგინეთ ის „მეთოფეების“ მაისურით...
ერთადერთი პრობლემა, რომელსაც „არსენალი“ შეიძლება წააწყდეს, კონტრაქტებია, იმიტომ რომ ფეხბურთელები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. რაისი, გაბრიელი, სალიბა - ყველა მათგანი მოინდომებს „რეალის“ დონის ხელფასებს.
შესაძლოა, „არსენალმა“ მარტინ ედეგორი გაუშვას, თუმცა ახლა მათ ამის ფუფუნება აქვთ. მაქს დოუმენი და ითან ნვანერი ეზრდებათ, ამიტომ ძვირადღირებული ფეხბურთელების გაყიდვა კლუბს კარგ შემოსავალს მოუტანდა“.
ცნობისთვის, ჯო ქოულს „ვესტ ჰემში“, „ჩელსიში“, „ლივერპულში“ და „ასტონ ვილაში“ უთამაშია, ინგლისის ნაკრების მაისურით კი 56 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.