ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კიტეიშვილი: დარწმუნებული ვარ ხვიჩა ძალიან მაგარი კაპიტანი იქნება

როგორც უკვე ვიცით, საქართველოს ნაკრებში გურამ კაშიას შემდეგ კაპიტნის სამკლავურს ხვიჩა კვარაცხელია მოირგებს.

ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი იქნება, რომელმაც ამ სიახლესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„პირველ რიგში კვარას წარმატებები მინდა ვუსურვო კარიერის ახალ ეტაპზე კაპიტნის როლში.  ის ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული ფეხბურთელი და ლიდერი იყო, დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი კაპიტანიც იქნება.

ჩემი მხრიდან რა თქმა უნდა, ვიცე-კაპიტნობა დიდი პასუხისმგებლობაა. დიდი ხანია ნაკრებში ვარ, ბევრი მატჩი დამიგროვდა და ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც კაპიტნები იყვნენ, მათგან ბევრი რამ ვისწავლე. მიხარია, რომ მათი ყურება შემეძლო მოედანზეც და მის მიღმაც. შევეცდები, რომ მათ საქმეს გარკვეულწილად ჩემი პასუხისმგებლობით თავი გავართვა“.

- განაცხადა კიტეიშვილმა.

ბოლოს გეტყვით, რომ ვილი სანიოლის გუნდი მარტში ისრაელსა და ლიეტუვას დაუპირისპირდება. ისრაელთან 26 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ლიეტუვასთან შეხვედრა, ეს თამაში 29 მარტს, თბილისის დროით, 17:00-ზე არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები