ლუკა ბერულავა, ანასტასია გუბანოვა, დიანა დევისი, გლებ სმოლკინი, ანასტასია მეტელკინა
Aa
Aa

მედალი სამივე კატეგორიაში - მოციგურავეების ისტორიული წარმატება

ფიგურულ ციგურაობაში ბოლო პერიოდში ქართველ სპორტსმენებს უდიდესი წარმატებები აქვთ და გამონაკლისი არც საფრანგეთის ქალაქ ანჟეში გამართული გრან პრის სერიის პირველი ეტაპი ყოფილა. უფროსებს შორის პირველად მოხდა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა სამივე კატეგორიაში მედალი მოიპოვეს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას გამარჯვება - მათმა სპორტულმა წყვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი და ის, რომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ვერცხლის მედალი სრულიად დამსახურებული იყო. მოკლე პროგრამაში მეტელკინა-ბერულავას დუეტმა 77,34 ქულა მოიპოვა, თავისუფალ პროგრამაში - 127,31, ორი პროგრამის ჯამში კი 204,65 ქულა დააგროვა და გრან-პრის სერიის პირველი ეტაპის გამარჯვებული გახდა.

ცნობისათვის, კიდევ ორი მედალი საქართველოს დელეგაციას ანასტასია გუბანოვამ და გლებ სმოლკინისა და დიანა დევისის წყვილმა მოუტანა. პირველი მათგანი ვიცე-ჩემპიონი ერთეულთა სრიალში, ხოლო სმოლკინი-დევისის დუეტი სპორტულ ცეკვებში გახდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სეზონის ჩინებული სტარტი - სმოლკინი-დევისის დუეტის ოქროს მედალი
    სეზონის ჩინებული სტარტი - სმოლკინი-დევისის დუეტის ოქროს მედალი