რიტმული ცეკვები | დევისი-სმოლკინის წყვილმა კვალიფიკაცია გაიარა
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურულ ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე რიტმულ ცეკვებში დღეს საქართველოს სახელით დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა იასპარეზეს.
ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამა წარადგინა და 79.34 ქულა დაიმსახურა, მე-10 ადგილზე გავიდა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. თავისუფალი პროგრამით დევისი-სმოლკინის წყვილი კვირას, 29 მარტს წარდგება.
დღესვე თავისუფალ პროგრამას წარადგენს ანასტასია გუბანოვა, რომელმაც მოკლე პროგრამაში 69.92 ქულა მოიპოვა და ჯერჯერობით მეექვსე ადგილზეა. თავისუფალ პროგრამაში ის მე-19 ნომრად გამოვა. ქალთა შორის შეჯიბრება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული ვერცხლის მედალი ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა მოიპოვა.