ქართული წყვილის ვერცხლი ჩინეთში - მეტელკინა და ბერულავა ფინალში იასპარეზებენ
ჩინეთის ქალაქ შენჟენში მიმდინარე ფიგურულ ციგურაობაში გრანპრის სერიის მესამე ეტაპზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების წევრები მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე პოზიციაზე იმყოფებოდნენ. მათ იგივე შედეგი აჩვენეს თავისუფალ პროგრამაშიც და ორი გამოსვლის ჯამში ტურნირის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.
ვერცხლის მედლის მოპოვებით მეტელკინასა და ბერულავამ გრანპრის სერიის ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. გადამწყვეტი ეტაპი 10-13 დეკემბერს, ასევე ჩინეთში გაიმართება.
ჩინეთის გრანპრი წარმატებით დაასრულა ანასტასია გუბანოვამაც. ქართველმა მოციგურავემ ორი პროგრამის ჯამში 208.58 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით გუბანოვა ფინალში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. საბოლოოდ, შეძლებს თუ არა ის კვალიფიკაციას, გრანპრის სერიის დარჩენილი ეტაპების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
ხვალ, 8 ნოემბერს, თავისუფალ პროგრამაში ნიკა ეგაძე იასპარეზებს. მოკლე პროგრამის შემდეგ ქართველი მოციგურავე 87.67 ქულით მეექვსე ადგილზეა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს