ნიკა ეგაძე
Aa
Aa

ფიგურული ციგურაობა | ეგაძის მე-11 ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს საქართველოს სახელით ვაჟთა შეჯიბრში ნიკა ეგაძემ იასპარეზა.

მოკლე პროგრამაში ნიკას 78.84 ქულა ჰქონდა, მისი თავისუფალი პროგრამა კი მსაჯებმა 169.78 ქულით შეაფასეს.

ორი პროგრამის ჯამში 24 წლის სპორტსმენმა 248.62 ქულა დააგროვა და მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა მე-11 ადგილზე დაასრულა.

 

მსოფლიო ჩემპიონი ამერიკელი ილია მალინინი გახდა (329.40 ქულა), ვერცხლის მედალი იაპონელ იუმა კაგიამას ერგო (306.37), ასევე იაპონელი შუნ სატო კი ბრინჯაოს დასჯერდა (288.54). მალინინმა მსოფლიო ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ მოიგო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული ვერცხლის მედალი ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა მოიპოვა, ხოლო ანასტასია გუბანოვა მეათე ადგილს დასჯერდა.

აქვე გეტყვით, რომ დღეს საღამოს ყინულზე რიტმულ ცეკვებში საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი გამოვა. მოკლე პროგრამის შემდეგ ისინი მე-10 ადგილზე არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რიტმული ცეკვები | დევისი-სმოლკინის წყვილმა კვალიფიკაცია გაიარა
რიტმული ცეკვები | დევისი-სმოლკინის წყვილმა კვალიფიკაცია გაიარა