დიანა დევისი, გლებ სმოლკინი
Aa
Aa

სეზონის ჩინებული სტარტი - სმოლკინი-დევისის დუეტის ოქროს მედალი

ფიგურულ ციგურაობაში წლევანდელი ზამთრის სეზონი საქართველოს წარმომადგენლებმა ბრწყინვალე გამოსვლით გახსნეს. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის დუეტმა თორმეტ წყვილს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირველობა არავის დაუთმო.

ქართულმა წყვილმა წარმოადგინა თავისი ახალი რითმული ცეკვა, რომლის თემატიკაც საერთაშორისო საციგურაო კავშირის მოთხოვნით არის „ოქროს ვალსი და რითმი“. სმოლკინი-დევისის დუეტის გამოსვლა ორიგინალურად შესრულებული ტექნიკური ელემენტებით იყო გამორჩეული და პირველი გამოსვლის შემდეგ ისინი 79,74 ქულით ლიდერობდნენ, ორი გამოსვლის ჯამში კი, 188,99 ქულა დააგროვეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.

ცნობისათვის, ამავე ჩელენჯერის ჩემპიონატების ერთ-ერთ სერიას წელს ჩვენი ქვეყანაც უმასპინძლებს და 1-3 ოქტომბერს „თრიალეთის თასის“ მასპინძელი ბათუმის ყინულის სასახლე იქნება. იქამდე კი, ბათუმში 24-26 სექტემბერს ახალგაზრდული გრან პრის ეტაპიც ჩატარდება, სადაც ჩვენ ქვეყანას ფიგურული ციგურაობის ამომავალი ვარსკვლავები მსოფლიოს 37 სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვევიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიგურული ციგურაობა | დევისი და სმოლკინი მე-10 ადგილს დასჯერდნენ
ფიგურული ციგურაობა | დევისი და სმოლკინი მე-10 ადგილს დასჯერდნენ