ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი | მეტელკინა-ბერულავას მეორე ადგილი მოკლე პროგრამის შემდეგ

პრაღაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში პირველ დღეს გაიმართა შეჯიბრება წყვილთა შორის სპორტულ ცეკვებში. ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულეს და 79,45 ქულა დაიმსახურეს, რაც მათი საუკეთესო მაჩვენებელი იყო სეზონში.

ქართული წყვილის შემდეგ ყინულზე გამოვიდა გერმანული წყვილი – ვოლოდინი-ჰასე. მათ მსაჯებისგან 79,78 ქულა მიიღეს, მცირედით გაასწრეს ჩვენს სპორტსმენებს და მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს.

წყვილებში მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა დღეს გაირკვევა. მეტელკინა და ბერულავა, რომლებიც მეორე პოზიციაზე არიან, თავისუფალ პროგრამას 26 მარტს წარმოადგენენ. შეჯიბრება 21:15 საათზე დაიწყება.

26 მარტის განრიგი

14:30 | ვაჟები, მოკლე პროგრამა – ნიკა ეგაძე;

21:15 | სპორტული წყვილები თავისუფალი პროგრამა – ანასტასია მეტელკინა, ლუკა ბერულავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მხოლოდ დასაწყისია“ - მეტელკინა ისტორიული წარმატების შემდეგ
„ეს მხოლოდ დასაწყისია“ - მეტელკინა ისტორიული წარმატების შემდეგ