ნიგერიის ნაკრების თავკაცი: ვოცნებობ, რეალის პირველი აფრიკელი მწვრთნელი გავხდე
ნიგერიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ შელმა მადრიდის „რეალთან“ დაკავშირებულ ოცნებაზე ისაუბრა.
წარმოშობით მალელმა სპეციალისტმა ეს განცხადება სამომავლო გეგმებსა და ევროპულ საკლუბო ფეხბურთში წარმატების მიღწევის სურვილზე საუბრისას გააკეთა.
„ჩემი ოცნებაა, გავხდე პირველი აფრიკელი მწვრთნელი, რომელიც მადრიდის „რეალს“ ჩაუდგება სათავეში“, – განაცხადა შელმა RMC Sport-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ იანვარში, 48 წლის მწვრთნელმა ნიგერია აფრიკის 2025 წლის თასზე, მესამე ადგილზე გაიყვანა. თავისი სათამაშო კარიერის განმავლობაში, ყოფილი მცველი ესპანეთში, „ვალენსიას“ რიგებში გამოდიოდა.